სიმბოლურია, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა თავისი მუშაობა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე განცხადებით დაიწყო. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ეს ყოფილიყო მრავალპარტიული განცხადება და მთლიანად, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი ამ განცხადების უკან მდგარიყო იმიტომ, რომ ეს ის პრიორიტეტებია, რომლებზეც რეალურად არსებობს შეთანხმება, - ასე შეაფასა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ „ქრონიკასთან“ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია.
„ევროკავშირის კუთხით გამოვყოფდი ორ მიმართულებას, რომელიც შედარებით ახალია, ახალი ელემენტები გამოჩნდა - სურვილი, განაცხადი გაკეთდეს 2024-ში და მეორე, გარკვეულწილად, რამდენადაც ეს შესაძლებელია დეკლარაციაში იყოს აღწერილი, საუბარია ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, სექტორულ ინტეგრაციაზე ფიზიკურ დაახლოებაზე. ერთი ეტაპი, რომ გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ სივრცეში, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ დავიწყოთ საუბარი სრულ ინტეგრაციაზე“, - განაცხადა საბანაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცება.
საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.