ირაკლი მინდელი - მის პატიოსნებაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.
ზაქარია ქუცნაშვილი - მისი შემუშავებულია ანტიკორუფციული პროექტი. ძნელია, იპოვო ასეთი გულწრფელი და სუფთა ადამიანი.
ნანა დევდარიანი - კარგად ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი უპატიოსნესი ქალბატონია.
თენგიზ მოცრაძე - მთელმა ტყიბულმა და საქართველომ იცის, რომ წესიერების განსახიერება გახლავთ.
თემურ ოსეფაშვილი - იგი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო პოსტზე - ყვარლის რაიონის პირველი მდივანი გახლდათ, მაგრამ მის პატიოსნებაში არც მაშინ და არც დღეს ეჭვი არავის შეჰპარვია. მოგეხსენებათ, კორუფცია მაშინაც მძვინვარებდა, თემურმა კი ყოველგვარ ცდუნებას გაუძლო.
გია ხაჭაპურიძე - უაღრესად პატიოსანი კაცი და მეცნიერებათა დოქტორი.
ამირან გამყრელიძე - სწორედ ის მინისტრია, რომელიც კორუფციაში არ გასვრილა!
ირაკლი ბათიაშვილი - კარგი პიროვნება და არაკორუმპირებული პოლიტიკოსი.
გიორგი თარგამაძე - თავისი პატიოსნებით ცნობილი ჟურნალისტი.
თამაზ კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თბილისის აეროპორტის საბაჟოს უფროსი იყო, იგი ვერ შეაცდინეს. ამასთან, უაღრესად ნიჭიერი იურისტიც გახლავთ.