კუმანი:

კუმანი: "შერჩეული მყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იმედოვნებს, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობას გაუძლიერებს. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მან უკვე მოინიშნა ის ფეხბურთელები, რომლებიც მისი აზრით, გუნდს გამოადგებიან.

„მე გამოვყავი პოტენციური სუსტი ადგილები, ისევე როგორც ფეხბურთელები, რომელთა გუნდში ხილვა, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა. ნებისმიერი მწვრთნელი იანვრის თვეს გუნდის გაძლიერების დროდ მიიჩნევს.

„ბარსელონა“ ცდილობს ერთნაირი ფეხბურთი ითამაშოს იმისგან განსხვავებით სახლში ვთამაშობთ თუ სტუმრად. გვსურს, სახიფათო მომენტების შექმნა და გოლების გატანა, მაგრამ გასვლით მატჩებში არ გვაქვს ის ეფექტურობა, რაც უნდა გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მომენტს ვქმნით, რეალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამავდროულად, დაცვაშიც შეცდომებს ვუშვებთ.

სუარესი? არ მომწონს, რომ ყოველთვის ლუის სუარესის შესახებ მიწევს პასუხის გაცემა. ნამდვილად პატივს ვცემ ამ მოთამაშეს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი თავდამსხმელები გვყავს“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში 16 თამაშში მოპოვებული 28 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება.