მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი თავდამსხმელი დიეგო კოშტა შესაძლოა საუდის არაბეთის საუკეთესო გუნდ „ალ-ჰილალში“ გადავიდეს.
ესპანური მედიის ცნობით, კოშტამ სარფიანი შეთავაზება მიიღო. „ალ-ჰილალი“ მზადაა გამოცდილ ფეხბურთელს 2.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ამ პერიოდში ხელფასის სახით 17 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, დიეგო კოშტამ რამდენიმე დღის წინ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია. თავდაპირველად მას აქტიურად ლონდონის „არსენალს“ უკავშირებდნენ.