პელე არ აღიარებს, რომ რონალდუმ გოლების რაოდენობით გადაასწრო

პელე არ აღიარებს, რომ რონალდუმ გოლების რაოდენობით გადაასწრო

კრიშტიანუ რონალდუმ „უდინეზესთან“ შესრულებული დუბლით კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით (758) პელეს გადაასწრო. ოფიციალურად ასეა, მაგრამ ბრაზილიელი ლეგენდა ამას სულაც არ აღიარებს.

ფეხბურთის მეფის ინსტაგრამ გვერდზე აღწერაში ვკითხულობთ: „ყველა დროის საუკეთესო ბომბადირი (1 283 გოლი)“.

ცხადია, პელე არ ფიქრობს, რომ რონალდუმ მისი გადასწრება მოახერხა და უფრო მეტიც, იქამდე ბევრი უკლია. სამხრეთამერიკელი ლეგენდა არაოფიციალურ გოლებსაც ათვლის თავის მონაგარს, მაგრამ ოფოციაილურ სტატისტიკაში პელეს მხოლდო 757 გოლი აქვს გატანილი.

მოკლედ, დავა გრძელდედება და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, პელე რონალდუს გადასწრებას არ აღიარებს...