ლონდონის „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა The Athletic წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკ ლემპარდის მუშაობით კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა, თუმცა მისი გაშვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 42 წლის სპეციალისტი პოსტზე სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე დარჩება.
პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ლონდონელები „მანჩესტერ სიტისთან“ 1:3 დამარცხდნენ. ბოლო 7 შეხვედრაში ეს „ჩელსის“ მე-4 წაგებაა.