„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო ოფიციალურად უკვე დასახელდა. France24 კლუბის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ მენეჯერს კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გაუფორმეს.
ტომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტომას ტუხელმა პარიზული გრანდი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა.