მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. Marca-ს ინფორმაციით, ავსტრიელმა ფეხბურთელმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი „სამეფო კლუბზე“ შეაჩერა.
მადრიდული გამოცემა იმასაც წერს, რომ შესაძლოა ინფორმაცია უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდეს. მეტი კონკრეტიკა და დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
ალაბას „ბაიერნთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება და ხელფასის გამო გერმანულ გუნდს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ მოურიგდა. აქედან გამომდინარე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიუნხენურ კლუბს დატოვებს.
დავიდ ალაბა „ბაიერნის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 404 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი.