უზარმაზარი საგარეო ვალის გამო ხელისუფლბაში განგაშის პირველი ნიშნებია

უზარმაზარი საგარეო ვალის გამო ხელისუფლბაში განგაშის პირველი ნიშნებია

საგარეო ვალის არანორმალურმა ზრდამ მთავრობასაც კი დიდი საფიქრალი გაუჩინა, ხოლო პარლამენტში უკვე განგაშის პირველი ნიშნებია. მხოლოდ ვალის ამჟამინდელი სიდიდე არ არის პრობლემა, დამატებით ისაა თავსატეხი, რომ შემდგომ წლებშიც მისი შემცირება ვერ მოხერხდება და პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, ვინძლო მისი გაზრდაც მოხდეს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარითა და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ქვეყანას რომ უდიდესი ვალი დაუგროვდა, ამის შესახებ უკვე ის პირებიც ალაპარაკდნენ, ვინც ამ საგარეო ვალდებულებებს იღებენ. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ვალი იმ ნიშნულზე, რაც პანდემიამდე იყო, მომდევნო ოთხი წელი, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდება.

„საკმაოდ რთულ ფაზაში შევდივართ, მაგრამ ყველა წანამძღვარი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ აქედან გამოვიდეთ ღირსეულად, უფრო გაძლიერებული. მოკლე ვადაში და საშუალო ვადაში, ალბათ, ვერა, მაგრამ გრძელ ვადაში შეიძლება, უფრო ძლიერებიც გამოვიდეთ. ვერც ერთმა ქვეყანამ, როდესაც კრიზისის მერე მათ გაექცათ ვალი, ვერ მოახერხა, რომ კრიზისის შემდგომ დაბრუნებულიყვნენ წინა მაჩვენებელზე. ეს ვერ ხდება ძალიან ძლიერ ქვეყნებშიც. შემდეგ ოთხ წელიწადში თუ შევძელით, რომ ვალის მოცულობა მშპ-ის 50%-ის მიდამოში ჩამოვიდეს, ეს იქნება დიდი გამარჯვება და ამის წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2021-22 წლებში მკვეთრად იზრდება რისკები, რაც საფრთხის შემცველია მაკროეკონომიკური, მონეტარული სტაბილურობისთვის, ლარის კურსისა და ეკონომიკური ზრდისთვის.

„არ დაგიმალავთ და ვიტყვი, ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება მთავრობის ვალისა და დეფიციტის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა. გაზრდილმა რისკმა, თავის მხრივ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და, აქედან გამომდინარე, ასიგნებების განხორციელებას. ვალის შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, 2021 წელს თუ არა, 2022 წელს ჩვენს რეიტინგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდეს. ვფიქრობ, საჭიროა ამ საკითხებზე ახლავე ფიქრი“, - განაცხადა კოვზანაძემ.

კიდევ უფრო კრიტიკული აღმოჩნდა დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, რომლის აზრითაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველო საგარეო ვალს აკონტროლებდა და სტაბილური იყო სიტუაცია, მაგრამ ახლა სავალალო ვითარებაა.

„მესმის, რომ ბევრი წარმატებული ქვეყანაც ევროპაში კრიტიკულ ზღვარს გადასცდა უკვე, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად სახელმწიფო ვალი სტრუქტურულად 2 ნაწილად იყოფა, ეს არის საშინაო და საგარეო ვალი. ამ პარამეტრში სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან უფრო სახიფათო სიტუაციაა, რადგან ჩვენი საგარეო ვალის სტრუქტურა არის დაახლოებით 80% - 20%-ზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 80% არის წმინდა საგარეო ვალი. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის ნებისმიერმა დევალვაციამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა ამ საგარეო ვალის, რომელიც დღეს არის 60%-ზე, ხვალ შეიძლება გახდეს 63-65% იმ შემთხვევაში თუ ლარის მკვეთრი დევალვაცია მოხდება“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

უდიდესი საგარეო ვალის გასტუმრებას ქვეყანა იმ პირობებში ვერ მოახერხებს, როგორშიც ახლაა. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა რეალურად ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნელა იზრდება.

„მინისტრმა დააანონსა და თქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც პანდემიამდე, ანუ 2019 წელს. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო 4 წელიწადში, ფაქტობრივად, არ გაიზრდება.

ვალის 60% ნიშნავს კრიტიკულ ზღვარს, რაც მიუთითებს, რომ თუ საგარეო ვალდებულებას ვეღარ ისტუმრებს, ქვეყანა გადახდის უნარს კარგავს. ამ ნიშნულს რომ ჩამოვცდეთ, საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, მაგრამ ეს ვერ მოხდება“, - განაცხადა ყიფიანმა.

MCL უზარმაზარი საგარეო ვალიო, რომ ამბობთ, დაფიქრებულხართ, რაში ხარჯავთ ფულს?

გასაგებია, რომ საქართველოა და აქ არ არსებობს ასეთი ცნება - გადასახადის გადამხდელის ფული. აქ არსებობს მხოლოდ ბიუჯეტის ფული, რომელიც უნდა დახარჯო (მოიპარო) რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დახარჯავს (მოიპარავს).

მაგრამ:

რატომ ხარჯავთ უამრავ ფულს სამეცნიერო გრანტებზე, რომლითაც ძირითადად ნაცისტი და ევრონაცისტი ე. წ. მეცნიერები ფინანსდებიან და ამ ფულს ისევ ნაცისტურ და ევრონაცისტურ პარტიებს და მათ ბინძურ საქმეებს ახარჯავენ? მაჩვენეთ ერთი მათ მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგი.

რატომ ხარჯავთ უამრავ ფულს სტარტაპ-გრანტებზე, რომლითაც ძირითადად ნაცისტი და ევრონაცისტი ე. წ. "სტარტაპერები" ფინანსდებიან და ამ ფულს ისევ ნაცისტურ და ევრონაცისტურ პარტიებს და მათ ბინძურ საქმეებს ახარჯავენ? მაჩვენეთ ერთი მათი წარმატებული სტარტაპი, რომელიც მუშაობს და საქართველოს ბიუჯეტში ფული შეაქვს.

რატომ არსებობს უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა (ძირითადად სსიპ-ების და ააიპ-ების სახით), რომელსაც მართავენ ნაცისტი და ევრონაცისტი ხელმძღვანელები და იღებენ არანაკლებ ათიათასლარიან ხელფასს, თანაც, ეს ადამიანები ერთდროულად რამდენიმე ასეთ სახელმწიფო სტრუქტურაში არიან გაფორმებული და შესაბამისად, ორივეგან იღებენ ათიათასლარიან ხელფასების არითმეტიკულ ჯამს. მე ამ ორგანიზაციების მიერ გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს, ახალგაზრდა ბიჭების გახრწნის გარდა (როგორც მოგეხსენებათ, ნაცისტები და ევრონაცისტები მიდრეკილი არიან ახალგაზრდა ბიჭების გარყვნისკენ, იმიტომ რომ თავის დროზე თვითონ ისინი თავიანთმა მამებმა გარყვნეს და ეს ოჯახურ ტრადიციად აქვთ).

ძვირფასო ქართულო ოცნებავ, თქვენ თუ იმისთვის მოხვედით ხელისუფლებაში, რომ ნაცისტი და ევრონაცისტი გარყვნილი ოჯახის გაზრდილი ნაბუშრები გააბედნიეროთ, მაშინ გამოდის, რომ თქვენ "გაუმჯობესებული" ნაცისტები და ევრონაცისტები ხართ. ჯერჯერობით მე ამ ქვეყანაში თქვენს მიერ გაბედნიერებული ნორმალური ადამიანი არ მინახავს.
3 წლის უკან