გარეთ ბეილი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში „ტოტენჰემს" ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა.
„მას კუნთი აქვს დაზიანებული და ვერც „ფულჰემთან" და ვერც სხვა შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება," - აღნიშნა პორტუგალიელმა.
გარეთ ბეილი „ტოტენჰემში" მადრიდის „რეალიდან" გადავიდა. უელსელმა ლონდონელთა მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.