კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების გამო ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ორი კვირით შეაჩერონ. ამის შესახებ გამოცემა Marca იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ტესტირებამ პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდებში ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი გაზაფხულზე პანდემიის გამო თითქმის 3 თვე იყო შეჩერებული.