ლიონელ მესი: „რეალსა“ და „ატლეტიკოში“ არასდროს ვითამაშებ

ლიონელ მესი: „რეალსა“ და „ატლეტიკოში“ არასდროს ვითამაშებ

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი იმ ორ კლუბს ასახელებს, რომელშიც არასდროს ითამაშებს. გამოცემა La Sexta-თვის მიცემულ ინტერვიუში 33 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოში“ კარიერის გაგრძელებას გამორიცხავს.

„კარიერის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში მსურს ცხოვრება, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოში“ არ ვითამაშებ, რადგან ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა არგენტინელმა.

ლიონელ მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი 6 თვეში ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „ბარსელონაში“ თამაშს.