კატალონიური „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი არ მალავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს თამაში აღაფრთოვანებს. ამის შესახებ მან გამოცემა La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრი სპორტსმენია, ვისი თამაშიც აღფრთოვანებას იწვევს: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ლებრონ ჯეიმსი...სპორტის ყველა სახეობაში არიან ასეთი ადამიანები. ფეხბურთში ასეთი კრიშტიანუ რონალდუა,“-აღნიშნა 33 წლის არგენტინელმა.