ლიონელ მესი:

ლიონელ მესი: "ბარსელონა" ჩემი ცხოვრებაა, აქ ყველაფერი ვისწავლე"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ La Sexta-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მას ესპანურ გრანდი ძალიან უყვარს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ჯერ არ იცის რა იქნება მომავალში და სეზონის ბოლომდე არაფერი გაირკვევა.

„ვწუხვარ ყველაფრისთვის, მე ყოველთვის ვამბობდი: „ბარსელონა“ ჩემი ცხოვრებაა. აქ 13 წლიდა ვარ, ბარსელონაში უფრო დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე არგენტინაში. აქ ყველაფერი ვისწავლე, კლუბმა საშუალება მომცა გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი.

კარგად ვარ და მინდა ვიბრძოლო. გასული სეზონის ბოლოს ცუდი მომენტი მქონდა და რაც ზაფხულში მოხდა, იმის გადატანა ძნელი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ გუნდი რთულ პერიოდს განიცდის და მოუთმენლად ველოდები მოედანზე დაბრუნებას.

მე არცერთ კლუბთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ. როგორც ვთქვი, სეზონის ბოლომდე ნათელი არაფერია. მომავალს რაც შეეხება, „რეალსა“ და „ატლეტიკოში“ ნამდვილად არ გადავალ, ეს უბრალოდ შეუძლებელია. არ ვიცი, დავტოვებ თუ არა „ბარსელონას“, სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ, მაგრამ იმედი მაქვს დავრჩები და კარიერას დავასრულებ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და 644 გოლი გაიტანა, რითაც პელეს რეკორდი გააუმჯობესა ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით.