"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "სუარესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ "ბარსელონადან" ლუის სუარესის დამატებამ გუნდი აშკარად გააძლიერა და კლუბმა კარგი ტრანსფერი განახორციელა.

"ყველამ იცის, რომ სუარესი დიდებული ბომბარდირი და ფეხბურთელია. ურუგვაელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისმა გამოცდილებამ "ატლეტიკო" გააძლიერა. სუარესი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა. როდესაც იგი მოედანზეა, გუნდი უფრო კარგად თამაშობს." - ციტირებს AS-ი სერესოს სიტყვებს.

ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" რგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.