ფრანგმა არბიტრმა სტეფანი ფრაპარიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითია. მან ასევე აღნიშნა, რომ მატჩის შემდეგ გამოხმაურებას არ ეცნობა და ეს არ აინტერესებს.
„ვიცი, რომ ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ და ეს მსიამოვნებს. ახალგაზრდა გოგონები ფეხბურთს ტელევიზორში უყურებენ, ამიტომ ვიცი, რომ თუ მე მოედანზე ვიქნები, ისინი დაინახავენ, რომ ეს შესაძლებელია. ეს სიტუაცია რა თქმა უნდა, დაეხმარება ზოგიერთ გოგონას, რომ მსაჯთა სამყაროს მიუახლოვდეს.
მე არ მაქვს სოციალური ქსელები, არადროს წამიკითხავს გაზეთები ჩემს შესახებ. ვიცი, რომ ფეხბურთში ყველა ლაპარაკობს თუ რა გააკეთა მსაჯმა და ამიტომ, ყველაფერს ვაიგნორებ. მირჩევნია ასე მოვიქცე.
VAR? დიდი დახმარებაა. ჩვენ ვაგრძელებთ მსაჯობას, როგორც მანამდე და ვიღებთ გადაწყვეტილებას მოედანზე, შემდეგ კი გვაქვს მხარდაჭერა შეცდომების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთისთვის კარგია“, - თქვა ფრაპარიმ.
შეგახსენებთ, სტეფანი ფრაპარი პირველი ქალი არბიტრი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი („იუვენტუსი“ – „დინამო კიევი“) იმსაჯა. მანამდე, 2019 წელს ფრანგმა ევროპის სუპერთასზე „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა განსაჯა.