მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ შესაძლოა, „სამეფო გუნდი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. El Chiringuito-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი რაფაელ ვარანთან კონფლიქტია.
როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება, „ალავესთან“ მატჩის შემდეგ (1:2) ბრაზილიელ და ფრანგ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირდება მოხდა და მას სხვა ფეხბურთელების შეესწრნენ. სხვათა შორის, მათ ვარანის მხარე დაიჭირეს.
მარსელო „რეალისთვის“ ძველებურად მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის და მინდინარე სეზონში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა. ზიდანი ბრაზილიელს ფერლან მენდის ამჯობინებს.
შეგახსენებთ, მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობს, მის მომავალს ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.