ბრიუსელის

ბრიუსელის "ანდერლეხტს" ოთარ კიტეიშვილის შეძენა ურჩიეს

ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა ბრიუსელის „ანდერლეხტისთვის“ 10 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაც 10 ნომრის პოზიციაზე იარი ვერშაერენის შეცვლა შეუძლიათ.

ერთ-ერთი გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია. აი, რას წერს გამოცემა 24 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

„ამ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა 8 თამაში ჩაატარა ავსტრიის ბუნდესლიგაში და 3 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება შეძლო. 24 წლის ნიჭიერი ქართველი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, რომელიც უკვე ფიქრობს მისი მომავლის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. მან თქვა, რომ დიდ კლუბში თამაში უნდა, მაგრამ გრაცშიც თავს კარგად გრძნობს კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი, ცდილობს მოლაპარაკებას ახალ კონტრაქტზე, მაგრამ მან იცის, რომ „შტურმისთვის“ სარგებლის მოტანა კარგი ტრანსფერებითაც შეუძლია. ამიტომ, ავსტრიულ მედიას დაუდასტურა, რომ კარგი შეთავაზება უახლოეს ზაფხულში მიიღება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და გუნდის ვიცე-კაპიტანია. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში თავი 3 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.