ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დონის რუსი ტალანტები არ თამაშობენ. როგორც მან Sport-express-თან საუბარში აღნიშნა, ასეთ ფეხბურთელებს ამჟამად ჩემპიონატში ვერ ხედავს.
„წელს, სამწუხაროდ, ძნელია რომელიმე რუსი ტალანტის გამორჩევა. არავინ არის ისეთი, ვინც თავის ასაკში თავი ისე მკაფიოდ დაიმკვიდრა, როგორც ადრე არშავინმა, კერჟაკოვმა, ჟირკოვმა, ძმებმა ბერეზუცკებმა, ძაგოევმა, მამაევმა, კოკორინმა და ა.შ. ვის შეუძლია მაღალ დონეზე თამაში 18-19 წლის ასაკში ისე, როგორც ქართველი კვარაცხელია თამაშობს? ვერ ვხედავ ვინმეს, რომლის შესახებაც შემიძლია ვთქვა: ეს არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ეს სამწუხაროა“, - თქვა გაზაევმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა. რუსეთის ჩემპიონატში ამჟამად პაუზაა და თებერვლის ბოლოს განახლდება.