„იუვენტუსი“ - „ნაპოლის“ შეხვედრა, რომელშიც ნეაპოლელებს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალათ, გადათამაშდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ასეთი გადაწყვეტილება იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა „ნაპოლის“ აპელაციის საფუძველზე მიიღო. 4 ოქტომბერს სამხრეთელები ტურინში სათამაშოდ საერთოდ არ ჩავიდნენ, რათა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციები არ დაერღვიათ, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მაშინ ეს საკმარის არგუმენტად არ მიიჩნია და სტუმრებს გარდა იმისა, რომ წაგება ჩაუთვალა, ერთი ქულაც დააკლო.
როდის გაიმართება „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.