იანვრიდან შესაძლოა იტალიის სერია A-ს მატჩებზე, მაყურებლის გარკვეული რაოდენობით დასწრება ნებადართული გახდეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გააკეთა.
მისი თქმით, წლევანდელი ჩემპიონატი ძველებურად სანახაობრივია, თუმცა ფეხბურთის მთავარ ღირსებას გულშემატკივარი წარმოადგენს და ამიტომაც, ისინი ჯანდაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მაქსიმალურად შეეცდებიან 2021 წლის დასაწყიდანვე ტრიბუნაზე გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა დაუშვან.