ვეტერანი სერბი მეჩოგნე და გერმანელი მობურთალის, ბასტიან შვაინშტაიგერის ცოლი ანა ივანოვიჩი გერმანულ პრესათან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად წლების მატებისა და სპორტული კარიერის ბუნებრივი მინავლებისა, ახლაც ისეთ ფორმაშია, ჯიხვში პირში რომ ჩაბეროს, რქებს გაუსწორებს.
სანამ ბეჩავი ჯიხვი ანას “ჩავარდნია ხელში“, მანამდე გეტყვთ, რომ ეს საუბარი ივანოვიჩმა მას შემდეგ წამოიწყო, როდესაც ჟურნალისტები ბასტიანის წონის მატების მზარდ ტენდენციაზე დაეკითხნენ. ივანოვიჩმა ქმრის მოფერიანება აღიარა, მაგრამ ეს დროებით ამბად ჩათვალა და იმედი გამოთქვა, რომ ლეგენდარული ბასტიანიც მასავით არასოდეს დაიზარებს ვარჯიშს.
ისე კი, ობიექტურები რომ ვიყოთ, ანა ივანოვიჩი ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და სპორტსმენია. იგი სპორტულ იდეალებს თითქმის არასოდეს ღალატობს. ეს ქალი ყოველდღე რამდენიმე საათი უთმობს ვარჯიშს და მიუხედავად იმისა, რომ გემრიელად სმა-ჭამის მოყვარულია, არც დიეტების დაცვაზე ამბობს უარს.