„ინდიანა პეისერსის“ განცხადებით, ბითაძეს კოჭი აქვს დაზიანებული და რეგულარული სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. გოგას ტრავმა 2 კვირაში ხელახლა შეფასდება და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება.
NBA წინასასეზონო მატჩებით 12 დეკემბერს განახლდა, ბითაძემ კი პირველი მატჩი „ფილადელფიასთან“ ჩაატარა, სადაც „ინდიანა“ 107:113 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
„ინდიანა პეისერსი“ რეგულარული სეზონის პირველ მატჩს 24 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. 21 წლის ბითაძემ წინა სეზონში 51 მატჩი ჩაატარა. ის საშუალოდ 3.2 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა (საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა).