შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის თასი მოიგო

შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის თასი მოიგო

შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის თასი მოიგო. „ფახთაქორი“ ქვეყნის თასის ფინალში „ოლმალიკს“ შეხვდა, სადაც გუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე თამაშობენ. დრაგან ჩერანის დუბლით და იალოლიდინ მაშარიპოვის გოლებით ფახთაქორმა 3:0 გაიმარჯვა.

კლუბმა უზბეკეთის თასი ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა, არველაძემ კი ეს ტიტული გუნდს ზედიზედ მეორედ მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის "ფახთაქორი" წელს უზბეკეთის ჩემპიონიც გახდა და სეზონი ორი ტიტულით დაასრულა.