მამუკა გიორგაძე საუკეთესო პოლიტიკოსად აღიარეს

მამუკა გიორგაძე საუკეთესო პოლიტიკოსად აღიარეს

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა ფრაქცია „სახალხოს“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე 1997 წლის საუკეთესო პოლიტიკოსად აღიარა.

მისი თქმით, „სახალხოს“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე, რომელიც ბოლო პერიოდში დსთ-ში საქართველოს ყოფნის სასტიკი წინააღმდეგია, პარლამენტის 16 დეკემბრის საგანგებო სხდომის ინიციატორი იყო.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, გიორგაძემ კიდევ ერთხელ დაამსხვრია ზოგიერთი დეპუტატის ოცნება „რძის მდინარეებსა“ და „კარაქის მთებზე“.

აკაკი ასათიანის თქმით, მამუკა გიორგაძე სხვა პოლიტიკოსებიდან განსხვავებით საკუთარი პოზიციის გამჟღავნებასა და დაცვაში ყველაზე აქტიური და თანმიმდევრულია.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ წელს მიღებულ მნიშვნელოვან კანონებს, ასათიანმა არც ერთი არ გამოყო.

„ყოველი მათგანი ხელახლა გადასაკეთებელია და შესწორებას საჭიროებს“, - აღნიშნა მან.