რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა თხოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას People-ი ავრცელებს.
მისი რჩეული ბრიტანელი ბიზნესმენი ალექსანდრ გილკსია. წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ორი წლის წინ გახდა, როდესაც პაპარაცებმა ისინი ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს, მოგვიანებით კი შარაპოვამ განაცხადა, რომ მას და ალექსანდრს რომანი ჰქონდათ.
41 წლის გილკსი სააუქციონო ონლაინ-სახლ Paddle8-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.
მარიასა და ალექსანდრისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. გილკსის პირველი ცოლი დიზაინერი მიშა ნონუ იყო, შარაპოვა კი კალათბურთელ საშა ვუაჩიჩთან იყო ქორწინებაში.