გამოცემა „The Phnom Penh Post”-ის ცნობით კამბოჯელმა მეუღლეებმა, მორიგი ოჯახური ჩხუბის შემდეგ, თავიანთი საცხოვრებელი სახლი ორ ნაწილად გახერხეს.
წყვილის ისედაც არეული ურთიერთობის გაუარესება, ორმოცწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გამოიწვია ცოლის უარმა, ეზრუნა ქმარზე მისი ავადმყოფობის დროს.
იმ სოფლის მამასახლისმა, სადაც დანგრეული ოჯახის ორივე წევრი ცხოვრობს, ჟურნალისტებს აცნობა, რომ შემდურებულ ცოლ-ქმარს პრესასთან ურთიერთობა არ სურს.
მან ისიც დასძინა, რომ სახლის გახერხვის ინიციატორი ქმარი იყო. დანარჩენი ქონებაც მეუღლეებმა ასევე პატიოსნად დაინაწილეს შუაზე. ცნობილი არ არის თითოეული ნივთი გაიხერხა თუ არა.
ამჟამად ცოლ-ქმარი გახერხილი სახლის თავ-თავიანთ ნაწილებში ცხოვრობს. ამასთან კაცმა საკუთარი ნახევარი მშობლების სახლთან გადაიტანა.