აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში, საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთონ.

ყოფილი პრეზიდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი ნდობის ამაღლების კამპანია ძლიერი მესიჯი იქნება მაშინ, როდესაც ამერიკის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ საზოგადოება ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

ჯორჯ ბუშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფრედი ფორდმა განაცხადა, რომ 43-ე პრეზიდენტი ენტონი ფაუჩისა და დებორა ბირქსს დაუკავშირდა და თავისი დახმარება შესთავაზა.

ბილ კლინტონის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მზაობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს.

მანამდე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ამაღლდეს, კამერების წინ ვაქცინას გაიკეთებს.

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციისთვის Pfeizer-ისა და Modema-ს ვაქცინების ავტორებმა უკვე მიმართეს.