შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩაიშალოს - ოპოზიცია თუ ქუჩაში დარჩა, 2024 წლამდე გაბაკონტრდება

შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩაიშალოს - ოპოზიცია თუ ქუჩაში დარჩა, 2024 წლამდე გაბაკონტრდება

შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩაიშალოს. როგორც for.ge-სთან ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დიალოგი დიალოგისთვის არ იქნება და თუკი „ოცნება“ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებებით არ მივა, საუაბრს აზრი არ აქვს.

მით უმეტეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. ამიტომაც ამ 10 დღეში თუ „ოცნებამ“ მოლაპარაკების თარიღი არ ჩანიშნა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემდგომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურული იქნება, თუმცა დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მოლაპარაკება იქნება, მაგრამ ოპოზიციის ულტიმატუმების შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მეტეხის პლატოზე შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მანდატის დატოვების შესახებ.

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღიათ, ამიტომაც ოპოზიცია კვლავ მოლოდნის რეჟიმშია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მოლაპარაკება საერთოდ არ შედგეს. მისი აზრით, თუკი მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს ისე შეიკრიბება, რომ ოპოიცია არ შევა, მაშინ ეს ქვეყანას პოლიტკურ ჩიხში შეიყვანს და შემდეგ რაღაზე შეიძლება სუბარი მისთვის გაუგებარია.

„ელჩებთან შეხვედრის დროს რაღაცა შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს მოსამზადებელი შეხვედრები იყო, თუმცა „ოცნებას“ არ გამოუხატავს ჯერჯერობით მესამე რაუნდის გამართვის სურვილი და ვერც იმის მზაობას ვხედავთ, რომ მათ რაიმე წინადადების მოტანა უნდათ, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისი განმუხტავდა. თუ გადაწყვიტეს, რომ მესამე რაუნდი არ შედგეს, ეს ძალიან სამწუხარო მოცემულობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მე-10 მოწვევის პარლამენტი ჩვენს გარეშე შეიკრიბება და ცხადია, ასეც მოხდება თუ „ოცნება“ მესამე რაუნდს აღარ გამართავს და ვერაფერზე შევთანხმდებით, ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებისთვის უფრო ცუდად დასრულდება. ანუ ეს პარლამენტი 2024 წლამდე მაინც ვერ მიაღწევს“, - ამბობს ხატია დეკანოიძე for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე თუკი „ოცნების“ მხრიდან მოხდა შეთავაზება, რომ ოპოზიცია ჯერ შევიდეს პარლამენტში და რიგგარეშე არჩევნებზე მოლაპარაკება შემდეგ მოხდეს, დათანხმდება თუ არა ოპოზიცია ამ წინადადებას, დეკანოიძე გვპასუხობს: „არა, ოპოზიცია მსგავს შეთავაზებას არ განიხილავს“.

„ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქს, ვთქვით უკვე, რომ ამ უფლებამოსილების გამოცახდების დღეს ხელმოწერას გავაკეთებთ და სიებს გავანულებთ. თუკი „ოცნება“ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მოვა წინადადებით, რომ ოპოზიცია ჯერ პარლამენტში შევიდეს და შემდეგ მოხდეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეთავაზებას არ მივიღებთ. აბსურდული დათქმით, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მივცეთ. ამიტომ ასეთი წინადადებით მოსვლას, მოლაპარაკება სულ რომ არ გაიმართოს ის ჯობია“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე for.ge-სთან.

„ლელოს“ წევრი ლევან სამუშია for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია თავის მოთხოვნებს არ შეცვლის და მოლაპარაკების დროს მათ მოლოდინი აქვთ, რომ „ოცნება“ წინადადებას თავად შესთავაზებთ. სამუშია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ოპოზიიცსგან ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებს, რადგანაც ეს ხელისუფლების მოვალეობაა. მისი აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩაიშალოს და ეს „ოცნების“ ბრალი იქნება.

„ჩვენ აქ ხომ არ ვვაჭრობთ, აქ არის საქართველის მოქალაქეებზე საუბარი. ამიტომაც ამის საპირწონე ვერაფერი ვერ გახდება. ამაზე მთელი ოპოზიცია მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი რამეს დათმობს, ძალიან ცდება, შესაბამისად დათმობა არც ჩვენი მხრიდან იქნება. ჩვენი მოქალაქეების ხმები არაფერზე იცვლება. ოპოზიცია მოთხოვნებს არ შეცვლის, ამიტომაც მესამე რაუნდზე მოლაპარაკებით ხელისუფლება თავად უნდა მოვიდეს. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ რომ ეს მოლაპარაკება ჩავარდეს.

ამხანაგი ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის იძულებული გახდება და ამას ქართველი ხალხი აიძულებს. ჩვენს მოქალაქეებთან არავის გასვლია და არც ამათ გაუვათ. ეს ამხანაგური პარალმენტი დიდხანს ვერ გაძლებს და იძულებულები იქნებიან, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნონ, საქართველოს მოქალაქეების ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ეკონომიკურ პანდემიას პიკი არ უჩანს, ქვეყანა არის გაბანკროტებული და ეს ამხანაგური პარლამენტი როდემდე გაძლებს ვნახავთ“, - ამბობს ლევან სამუშია for.ge-სთან.

ოპოზიციასთან კომპრომისისთვის მზაობას გამოთქვამს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას უნდა გაიმართოს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ სამხარაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მოალპარაკების მესამე რაუნდი იქნება, თუმცა როდის ამ ეტაპზე მისთვისაც უცნობია.

„მოლპარაკების მესამე რაუნდი აუცილებლად შედგება. რაც შეეხება კომპრომისის მზობას, ეს გუნდში არის და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგითაც დასრულდება. ჩვენი მეგობარი ელჩების, ასევე ჩვენი გუნდის წევრების და ოპოზიციის ნაწილისგანაც არის ამის მზაობა. „ოცნება“ იმისკენ არის მიმართული, რომ შეთანხმება შედგეს და ეს მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს წაადგება. ოპოზიცია ამას რატომ ამბობს, რომ ჩვენ მზად არ ვართ, არ ვიცი. თუ ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მას არ შეასრულებს“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ თუკი მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს მართლაც შეიკრიბება, მაშინ ოპოზიციას მოლაპარაკების არანაირი არც ბერკეტი და არც ზეწოლის მექანიზმი აღარ დარჩება. თუკი ქვეყანაში რამე კატასტროფა არ მოხდა და ხალხი არ აჯანყდა, მაშინ „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს, მით უმეტეს არ დანიშნავს. მისი აზრით, ორივე ძალისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ ჯერ პარლამენტში შესულიყვნენ და რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმება შიგნიდან მომხდარიყო, ხოლო ამის გარანტორები ჩვენი მეგობარი ელჩები იქნებოდნენ. დაიდებოდა გარკვეული ხელშეკრულება, რომლითაც ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პარლამენტში მათი შესვლის შემდეგ იმსჯელებდა.

„ოპოზიციას რისი იმედი აქვს, ცოტა მიკვირს. სიტუაცია ისედაც ჩიხშია შესული და თუკი „ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტს შეკრებს და მის ლეგიტიმურობას სცნობს, მაშინ თავი რაღაზე აიტკიოს და რიგგარეშე არჩევნები რატომ დანიშნოს? ნუ, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის მოთხოვნის გამო არ დანიშნავს. მერე რა იქნება, ეს ცოტა რთული სათქმელია. ახლა თუ ქვეყანაში რამე კატასტროფა არ მოხდა და ხალხი არ აჯანყდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შანსი იკლებს. ოპოზიცია ქუჩაში თუ დარჩება, როგორც ეს 2009 წელს მოხდა, მაშინ 2024 წლამდე ეს პატარა პარტიები პოლიტიკურად გაბანკოტრდებიან. ისევ ორ პარტიულ პარლამენტს მივიღებთ და კვლავ ორი პოლიტიკური პარტია გვეყოლება. იმაზე საუბარი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს ვადა გაუხანგრძლივდეს, ეს სამართლებრივად როგორ უნდა მოხდეს? მაშინ ამაზე გადაწყვეტილება სასამართომ უნდა მიიღოს. ასე რომ, ამ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ პარლამენტში შესვლა და იქიდან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.