მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, - ასე გამოეხმაურა ცნობილი მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას.
„გადაგვარებას აქვს ადგილი. მით უფრო, ასეთი ადამიანები როდესაც რაღაცას საუბრობენ, იმდენი ცუდი აქვთ ჩადენილი, რომ რაღაცის გადაფარა უნდათ - შეტევაზე გადმოდიან“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა იმის გამო უწოდა, რომ იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნევს.