„ოპოზიცია პარლამენტში თუ შევა, შესაძლებლობა ექნება, გადაიბიროს „ქართული ოცნების“ წევრები“

„ოპოზიცია პარლამენტში თუ შევა, შესაძლებლობა ექნება, გადაიბიროს „ქართული ოცნების“ წევრები“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე შერიგების ფორმულას სთავაზობს მხარეებს, რომ ოპოზიცია ორი წლით შევიდეს პარლამენტში, ხელისუფლება კი დათანხმდეს 2022 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას პროპორციული წესით. თუკი ოპოზიციური პარტიები ამ წინადადებას არ დათანხმდებიან ისევე, როგორც სალომე სამადაშვილის წინადადებას, რომ შემოდგომაზე დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იარსებებს კი შერიგების ფორმულა? ამის შესახებ for.ge-ს ნიკა ჩიტიძე ესაუბრა.

ნიკა ჩიტიძე: არჩევნების გამართვა 2022 წელს წმინდა პროპორციული სისტემით ყველაზე რეალისტური ვარიანტია. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ორივე მხარემ გადადგას ურთიერთკომპრომისული ნაბიჯი. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად, თითოეული ადამიანი დააფიქსირებს თავის პოზიციას ელექტრონულად და არა საარჩევნო უბანზე მისვლით. ეს თავიდან აგვაცილებს საარჩევნო უბნებზე ზეწოლას, ძალადობის ფაქტებს, ბიულეტენში სხვა რიცხვების ჩაწერას. თუ ეს არ მოხდა, მაშინ გაჭირდება კონსენსუსის მიღწევა, ორივე მხარეს ექმნება პრობლემები და მთლიანად ქვეყანას. ოპოზიციას ექმნება იმის პრობლემა, რომ გამოიყვანოს სხვა ადამიანები ქუჩაში, მაინც ზამთარი მოდის, ადამიანები კი გამოვლენ გარეთ, გააპროტესტებენ, მაგრამ ამან არ შეიძლება მუდმივი ხასიათი მიიღოს, თანაც კორონავირუსის პირობებში. გარდა ამისა, სხვანაირად როგორ გააპროტესტებ, გაუწევ ოპონირებას, ეს არც ისე იოლი პროცესია. ოპოზიცია თუ შევა პარლამენტში, შესაძლებლობა ექნება, მეათე მოწვევის პარლამენტში თავის მხარეს გადმოიბიროს „ქართული ოცნების“ წევრები, როგორც ეს მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხდა, როცა ათზე მეტმა ადამიანმა დატოვა „ოცნება“ სხვადასხვა მიზეზის გამო. ოპოზიციის მხარეს რომ გადასულიყვნენ „ქართული ოცნების“ გარკვეული წევრები, შესაძლებელი იყო, პარლამენტი გამხდარიყო ოპოზიციური და შემდგომში უკვე მთავრობისთვის გამოეცხადებინათ უნდობლობის ვოტუმი და ხელისუფლების შეცვლა მომხდარიყო პარლამენტის ფარგლებში და არა არჩევნების დროს, რადგან არჩევნების დროს ცოტა რთულია ხელისუფლების შეცვლა, რადგან, წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებაზე“ მოდის შემოწირულობების 50%-ზე მეტი, არჩევნებამდე 17 მილიონი ლარი ჩაირიცხა შემოწირულობების სახით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, 200 ათასამდე ადამიანი საჯარო მოხელეა, მათ თავიანთი ნათესავები ჰყავთ. ყველაფერი ეს ართულებს ოპოზიციის საქმეს. თუნდაც ვადამდელი არჩევნებიც რომ გაიმართოს, რა გარანტიაა, რომ არ გაყალბდება არჩევნები და ოპოზიცია გაიმარჯვებს?

მაგრამ პირიქით რომ მოხდეს და „ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაიბიროს ნაცები პარლამენტში? მით უმეტეს, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი შევა პარლამენტში, რაც, სავარაუდოდ, კულუარული გადაბირების საფუძველზე მოხდება.

- ესეც შეიძლება მოხდეს, რადგან მერვე მოწვევის პარლამენტში მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი, რამდენიმე მაჟორიტარის გადმობირება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცმოძრაობის“ რიგებიც დატოვეს ცალკეულმა ადამიანებმა, მათ შორის, ზურა ჯაფარიძემ, კუბლაშვილმა და სხვებმა. ესეც ართულებს ვითარებას, მაგრამ „ოცნებასაც“ ექმნება პრობლემა ოპოზიციის გარეშე ერთპარტიულ პარლამენტში. პლუს ამას, პარლამენტის ფორმირების საკითხიც პრობლემურია. კი იძახის ირაკლი კობახიძე, განვიხილავთ საკითხს, რომ უფლებამოსილება არ მოვუხსნათ დეპუტატებსო, მაგრამ დეპუტატს იურიდიულად უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში, თუ წერილობით მიმართავს პარლამენტს. მთელი ოპოზიცია, მინიმუმ 60 ადამიანი წერილობით მიმართავს პარლამენტს სადეპუტატო მანდატის გაუქმების თაობაზე. ისინი ოფიციალურად განაცხადებენ უარს დეპუტატის წევრობაზე. „ქართული ოცნება“ ხომ ვერ ჩაანაცვლებს 60 ოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ წევრებით? აქედან გამომდინარე, „ოცნებასაც“ ექმნება პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემები. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ძალიან განსხვავებულია პოზიციები.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, მაშინ შეხების წერტილები მაინც იყო, შეეძლოთ, ევაჭრათ, რამდენი უნდა ყოფილიყო პროპორციული სისტემით არჩეული, რამდენი - მაჟორიტარული სისტემით. საბოლოო ჯამში, იმ პერიოდში შეთანხმდნენ, რომ 120 დეპუტატი უნდა ყოფილიყო არჩეული პროპორციული წესით და 30-მაჟორიტარული წესით. მაგრამ ამ სიტუაციაში ძალიან რთულადაა საქმე, რადგან ოპოზიცია აცხადებს, პარლამენტში არ შევალთო, ხელისუფლება კი აცხადებს, არჩევნები ხელმეორედ აღარ ჩატარდება. ეს ქმნის ვაკუუმს. პოლიტიკური ვაჭრობის წარმოების ველი უკვე არ არსებობს, რადგან რადიკალური განსხვავებებია.

თქვენ ელექტრონული არჩევნები ახსენეთ, მაგრამ თვით დონალდ ტრამპიც კი ამბობს, არჩევნები გამიყალბესო და, სანამ ამერიკაში არჩევნები ჩატარდებოდა, მანამდეც ამბობდა, რომ ონლაინსისტემას არ ენდობოდა. თუკი საქართველოშიც ელექტრონულად ჩატარდება არჩევნები, ქართველ ოპოზიციონრებს უფრო მეტი საბაბი არ ექნებათ, რომ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში გაყალბებაზე ალაპარაკდნენ?

- ტრამპმა კი ილაპარაკა გაყალბებაზე, მაგრამ ტრამპის გარდა ამერიკის პრეზიდენტობის არც ერთ დამარცხებულ კანდიდატს ეჭვქვეშ არ დაუყენებია არჩევნების შედეგები. პირიქით, დამარცხებული კანდიდატი ყოველთვის ულოცავდა გამარჯვებულს და აცხადებდა, რომ ამერიკას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლებოდა. ასე მოხდა ობამა-მაკ კეინის დაპირისპირების დროს, ბუშისა და კერის შორის დაპირისპირებისას და სხვა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მწვავე დებატები იყო. ტრამპი პიროვნულად ვერ იტანს ბაიდენს, არც მალავს ამას და პირად შეურაცხყოფაზე გადადის, მძინარე ჯოს უწოდებს. უბრალოდ, ტრამპს არ უნდა იმის აღიარება, რომ ის ბაიდენმა დაამარცხა. მეუღლე მელანიაც კი მოუწოდებს ტრამპს, ცნოს დამარცხება, მაგრამ დონალდ ტრამპს სურს, ეს ყველაფერი გადააბრალოს სასამართლოს, საარჩევნო სისტემას და არა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც მგონია, მოუწევს დამარცხების აღიარება. რაც შეეხება საქართველოს, ელექტრონულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ისიც შეიძლება, ამომრჩეველზე ზეწოლა ხდებოდეს, სახლებში იარონ და უთხრან, „ქართულ ოცნებას“ მიეცითო ხმა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამის ალბათობა შედარებით ნაკლები იქნება. ელექტრონულ არჩევნებს ის პლუსი აქვს, რომ ადამიანს შეუძლია ადგილიდან მისცეს ხმა. საქართველოს ბევრი მოქალაქე თბილისშია ჩამოსული, ვერ ჩავიდა ფიზიკურად რეგიონში, რადგან სამუშაო ადგილი თბილისში უფრო მეტია, ვიდრე რეგიონში. ანუ ამომრჩეველთა 44%-მა ვერ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. ამას ემატება ისიც, რომ 38 საარჩევნო მოედანი იყო გახსნილი საზღვარგარეთ, ამ დროს კი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ჩვენდა სამწუხაროდ, მილიონზე მეტი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, 38 უბანი არაფერია და მათ ვერ მისცეს ხმა. შესაბამისად, ელექტრონულად ხმების მიცემა გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებს.

ოპოზიცია ითხოვს ჟვანიას გადადგომას, რაც ერთ-ერთი მოთხოვნაა, ჟვანია თუ გადადგა, მის გარდა სადღაც 22 ათასი ადამიანია დასაქმებული ცენტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში. ამიტომ ჟვანიას გადადგომით სისტემა არ იცვლება, ჟვანიას შემდეგ ივანიშვილი სხვას იყიდის, პეტრე გადადგება, პავლეს იყიდის, ამიტომ საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, იქნებ, ეტაპობრივად ელექტრონული სისტემა იქნას დანერგილი ამ ორი წლის განმავლობაში, ანუ 2022 წლის არჩევნებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება კონსენსუსის მიღწევა. ქართველები ვართ და გვინდა, მშვიდობა და სტაბილურობა იყოს, მით უმეტეს, საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა, მაგრამ იქნებ, ხელისუფლება ელოდება, რომ ოპოზიციიდან ვიღაც დაიყოლიოს პარლამენტში შესვლაზე.

- ორივე ერთმანეთს ელოდება - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ოპოზიცია ელოდება, იქნებ, ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და თავში ხელი შემოირტყას, ვაიმე, ასეთი პარლამენტი რად გვინდა, ოპოზიცია თუ არ იქნება და ერთპარტიული იქნებაო. ერთმანეთს ელოდებიან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზარალდება. წარმოიდგინეთ, რამდენი კანონია მისაღები, ქვეყნის ბიუჯეტია დასამტკიცებელი, კორონავირუსის პირობებში კარდინალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში და ხარჯვით ნაწილში.

მაინც ვინ უფრო დათმობს, წინმსწრებად თუ ჩანს საამისო კონტურები - ოპოზიცია, თუ ხელისუფლება?

- უფრო შეიძლება ხელისუფლებამ დათმოს, რადგან საერთაშორისო ზეწოლა უფრო ხელისუფლებაზე გაძლიერდება. უფრო და უფრო იზრდება კრიტიკული მოსაზრება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ ადგილი ჰქონდა დაშინებას, მოსყიდვის მცდელობას.

ხელისუფლების მხრიდან დათმობა რას ნიშნავს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას?

- ეს საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტრონული წესით არა, მაგრამ 2021 წლის გაზაფხულზე თუ არა, 2021 წლის შემოდგომაზე ჩაატაროს ხელისუფლებამ არჩევნები, ან 2022 წელს, რის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ.

 

 

Maverick ასეთი "ბრწყინვალე" ანალ ფეკალიებისთვის ალალლი...ტრიკოს ჩიტიძეს ძვირფასო მანანა, მიართვით ... გოდრით ჩიტის სკლინტები!
3 წლის უკან
იმერი რიგგარეშე არჩევნებზეა, რომ არის საუბარი, ჩვენ არავინ არეფერს არ კვეკითხება? მხედველობაში მყავს ერთი მილიონი ოცნების ამომრჩეველი. რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ნამდვილად აღარ წავალ არჩევნებზე, ასევე მოიქცევა (იმედია) სხვა მათი „მოტყუებელი“ ამომრჩეველიც. ჯობია, მაშინ ნათელაშვილის ფანჩატურმა მოიგოს არჩევნები. ისინი თავიანთი ამომრჩევლის ხმებს მაინც დაიცავენ. მიხა ამ 3–4 პროცენტიან პარტიებს კი ერთჯერადი პრეზერვატივივით გამოიყენებს და ნამდვილად “ალალი“ იქნება მათზეც.
რამდენი ხანი უნდა „ვათრიოთ“ ეს ქოცები ჩვეულებრივმა ამომრჩეველმა.
ყველაფერ ამაზე მახსენდება 1 რუსული გამოთქმა:
„Ехать на чужой хуй в рай.“
ბიდიშს გიხდით ბილწსიტვობისათვის.
3 წლის უკან
maia dadia ამის 'სიზმრებს' როდემდე უნდა ვუსმინოთ?
3 წლის უკან