არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ბუენოს-აირესის კარდეოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის საბილიას გულის პრობლემები ადრეც ჰქონდა.
როგორც ნაკრების ყოფილი თავკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტი მან იმდენად მძიმედ განიცადა, რომ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ამჟამად ის ინტენსიური თერაპიის კურსს გადის. დიეგო მარადონა ბუენოს-აირესში გუშინ დაკრძალეს. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა.