ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მ, მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში - 74:73 დაამარცხა. ეს რუსული კლუბის მე-8 გამარჯვებაა და ის ლიდერთა შორისაა.
თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ამ სეზონში და „ცსკა“-ს მაისურით, საუკეთესო მატჩი ითამაშა - მან 15 ქულა ჩააგდო.
შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, თორნიკეს ანგარიშზეა 7 მოხსნაც.
თორნიკე შენგელია ფინეთში გაემგზავრება და ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება, რომელიც 28 ნოემბერს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩში ფინეთს ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, „ცსკა“ მომავალ ტურში, „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობს - ეს მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება.