ოპოზიცია აქციების სცენარზე მუშაობს, გახარიას კი უკვირს: „რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?!“

ოპოზიცია აქციების სცენარზე მუშაობს, გახარიას კი უკვირს: „რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?!“

ქვეყანაში კორონა ვირუსის კატასტროფული ზრდის გამო ხელისუფლებამ კონკრეტული შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად, ხელახალი „ლოქდაუნი“ გამოაცხადდა. 2 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას კონკრეტული შეზღუდვების ფონზე ცხოვრება მოუწევს. შესაბამსიად საინტერესოა შეუშლის თუ არა ხსენებული აკრძალვები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ხელს, რომელიც 31 ოქტომბრიდან საკმაოდ მძიმედ ვითარდება.

ხელისუფლება კორონავირუსის მასშტაბის ზრდას და მის სწრაფ დინამიკას ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს უკავშირებს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას უნიათობასა და უმოქმედობაში სდებს ბრალს. თუმცა არჩევნების გადადება ოპოზიციის არც ერთ ლიდერს არ მოუთხოვია. პირიქით, ყველა მათგანი იმით მანიპულირებდა, რომ ხელისუფლება პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ სწორედ პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის ბრალია, რის გამოც ხელისუფლებამ ლიბერალური მიდგომების პარალელურად და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ეს გადაწყვეტილებები აქამდე არ მიიღო.

For.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ „ლელოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, გადაწყდა, რომ დაგეგმილი აქციები, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებისას უნდა გამართულიყო, გაუქმდება. სავარაუდოდ, ოპოზიცია მხოლოდ მცირედი აქცია-პერფორმანსებით შემოიფარგლება. თუმცა მის ჩატარებას როგორი და რა სახით მოხერხებენ, ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის არაბუნებრივად დიდია ვირუსის გავრცელება, რაც განპირობებულია, „წესების დაცის გარეშე დიდი რაოდენობით ადამიანების ერთად თავმოყრით“.

„საარჩევნო კამპანია საკმაოდ მაღალ მობილობას ითვალისწინებს, ეს არის ის, რამაც დღეს მიგვიყვანა, საქართველოსთვის არაბუნებრივ ციფრებამდე“.

პრემიერ მინისტრმა კითხვაზე, როგორ შეიკრიბებიან დეპუტატები და იქნება თუ არ აქციები, რომელიც დაანონსებულია, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ დეპუტატებს შეკრების პრობლემა არ ექნებათ, ხოლო გამოხატვის თავისუფლებას არავინ შეზღუდავს.

„დეპუტატები ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემის გარეშე შეიკრიბებიან, არანაირი შეზღუდვა გადაადგილებებზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი ველოსიპედით, არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის. რაც შეეხება აქციებს, საქართველო და მისი მთავრობა, გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისიმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, როცა შედარება ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობაზე, წესების დაცვის გამო. არ ვიცი, რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?! - გაფრთხილების თვალსაზრისით - არანაირი, ან მაგალითად, წინასაარჩევნოდ 600-კაციანი სუფრების - არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის რისკი ისაა, რომ სწრაფად და მარტივად ვრცელდება და მარტივი წესების დაცვაა გამოსავალი. არავინ არავის უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, - თქვა პრემიერ მინისტრმა.

„დანაშაულისგან გაქცევა და ოპონეტებზე გადაბრლების მცდელობა“ - ასე აფასებენ მთავრობის განცხადებას ოპოზციის წევრები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია საზოგადოების პროტესტის შეჩერებას ოპოზიციის დისკრედიტაციით ცდილობს, ხოლო საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად დანაშაულს სხვებს აბრალებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის არ მოემზადა და ახლა გადაბრალებას მათზე ცდილობს.

For.ge-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსახლეობა აქციაზე წესების დაცვით იდგა, ამიტომაც ეს ბრალდებები მათთვის მიუღებელია. რაც შეეხება გაიმართება თუ არა აქციები, დეკანოიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში განვითარებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება. მისი თქმით, ამაზე საბოლოოდ ოპოზიცია კიდევ იმსჯელებს.

„ძალიან ცუდი და ამაზრზენია, როდესაც საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც მოპარე არჩევნები და შემდეგ მოსახლეობა ამ არჩევნებს აპროტესტებდა, გამოვიდა და უსაფრთხოების წესების დაცვით იდგა, ვირუსის გავრცელებას აბრალებ. დენდროლოგიური პარკის გარშემო მოვლენები ყველას კარგად გვახსოვს. ასევე საზღვარი გახსნილი გაურკვეველი ტურისტებისთვის, ეს არის ამორალურობა, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას აბრალებს იმას, რისი ვალდებულებაც თვითონ ჰქონდა. რაც შეეხება აქციების ჩატარება-არჩატარებას, ამას აუცილებლად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვეტთ“, - ამბობს დეკანოიძე for.ge-სთან.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისედაც საფრთხის შემცველ გარემოს დამატებითი ფაქტორები არ უნდა დაუმატონ და ხელისუფლებას მათი დადანაშაულების საბაბი არ მისცენ.

„უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხის შემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ და ეს აისახება ოპოზიციის გეგმებში. რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება, მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

For.ge-სთან იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა, რამაც ამ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა. კულუმბეგოვი ამბობს, რომ ის არჩევნებს არ გულისხმობს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მისი აზრით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლით თამაში და იმის დალოდება, ეპიდემია კიდევ უფრო დიდი მასშტაბს სადამდე მიაღწევს.

 „პოლიტიკური გადაწყვეტილებების და სიტუაციის მძევლები გავხდით. გავლენა არჩევნებმა კი არა, შემდეგმა პროცესებმა იქონია. ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვართ და თუკი არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებდით, დეკემბრის ბოლოს 7 და 8 ათას დადასტურებულ შემთხვევას მივიღებდით. ეს კი ორზე გადამრავლებით დღეში 25 ათასამდე შედეგი გამოდის. დარწმუნებული ვარ, ეს რომ არ გაკეთებულიყო, უდიდეს საყვედურს მიიღებდნენ მოსახლეობისგან ეპიდემიოლოგები და ხელისუფლება.

სხვა გამოსავალი არ იყო, რადგანაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების მაშტაბი დიდია, ამიტომაც ყველა ვთანხმდებით, რომ მხოლოდ ასეთი მშრალი შეზღუდვებით ვირუსის შეკავებას ვერ შევძლებდით. მინიმუმ 6 კვირა უნდა იყის ასეთი შეზღუდვა. ახლა ეს 3 კვირა ცოტა უნდა გავიჭირვოთ. ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულებს ღირსეულად შევხვდეთ. 2 კვირის მანძილზე შემთხვევის შემცირებაც არ გვექნება. ამ „ლოქდაუნის“ შედეგს 2-3 კვირაში ვნახავთ. უნდა ვთქვათ, რომ უკვე პიკში ვართ. ჯანდაცვის სისტემა ძლივს ვაივაგლახით გამკლავებას ახერხებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ყველამ წესები არ დავიცავით ტრაგიკულ სიტუაციას მივიღებთ“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი for.ge-სთან.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი სახის შეზღუდვებს ელოდებოდნენ, თუმცა ამ დონის რომ იქნებოდა ეს ვერ წარმოედგინათ. ჩიხლაძე ამბობს, რომ ბიზნესსექტორი უკმაყოფილოა და ეს გადაწყვეტილება ვისთან ერთად შეთანხმებით მიიღეს, გაუგებარია.

„მკაცრ შეზღუდვებს ველოდებოდით, თუმცა იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რა სახისაც გვქონდა პირველი „ლოქდაუნის“ დროს, ახლაც იგივეა. ამაზე საუბარი კვირეები მიმდინარეობდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი და სხვა სექტორი უკმაყოფილოა. ამიტომ ვისთან ერთად შეათანხმეს ეს გაუგებარია.

გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორს უჭირს და ამიტომ ამ „ლოქდაუნის“ პორიბებში გეგმაა საჭირო. ჯანდაცვას როგორ ვაძლიერებთ? შეზღუდვას აზრი აქვს, როდესაც ამ დროში დღიურად ყველაფერი გაწერილი გვაქვს - ბიუჯეტი და პასუხისმგებელი პირები. პარალელურად, ეკონომიკას რას ვუშვრებით? ასევე საუბარია ხალხზე, ვინც დღიურ ლუკმაპურზე მუშაობს, რას ვუშვრებით ამ ხალხს? ჯანდაცვის რესურსი რომ სწორად გამოგვეყენებინა, უფრო მეტ დატვირთვასაც გავუძლებდით. ექიმები და ექთნები რით დადიან ან ივლიან ვინმემ დათვალა და დაგეგმა? ადამიანს საავადმყოფოში წასვლა რომ მოუნდეს, რით მიდის? ყველაფერ ამას დაგეგმვა უნდოდა“,-ამბობს ჩიხლაძე for.ge-სთან.

 

Maverick „ძალიან ცუდი და ამაზრზენია, როდესაც საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც მოპარე არჩევნები და შემდეგ მოსახლეობა ამ არჩევნებს აპროტესტებდა, გამოვიდა და უსაფრთხოების წესების დაცვით იდგა, ვირუსის გავრცელებას აბრალებ..." აცხადებს" მიშმაკნაცარასტის ხ.დეკანოძე.
ამ ნაცარასტებმა რუსეთს ომი ხომ "მოუგეს" გადაგვკიდეს, ახლა ევროპას მიწვდნენ და ვიდრე მასაც გადგვკიდებენ დროზე უქენით რამე, ვიდრე ტანზე არ შემოუხევია, საქვეყნოდ, ნიფხვიდან ამოხტარს ქუჩა-ქუჩაა არ დაუწყია სირბილი...
3 წლის უკან