ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველი საუკეთესო 11-ეულში გამოცემა championat.ru-მა შეიყვანა, რომელმაც ახალგაზრდა მოთამაშე შემდეგნაირად დაახასიათა.
"ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ნათელი მოთამაშეა. ქართველი ნახევარმცველი საშუალოდ მატჩში 4 დრიბლინგს აკეთებს, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. მისგან ყოველთვის იქმნება საფრთხე მეტოქის კართან. სერიოზული ჭორებია იმის შესახებ, რომ მისი შეძენით „დორტმუნდი“ ინტერესდება. ასევე ხვიჩას აკვირდებიან იტალიური კლუბებიც. კვარაცხელია ალბათ რუსეთს მალე დატოვებს, ჩვენ კი ახლა მხოლოდ მისი სანახაობრივი თამაშით ტკბობა შეგვიძლია“, - წერს ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მის ანგარიშზე კი გატანილ ორ გოლთან ერთად 2 საგოლე პასი და სამი მოპოვებული თერთმეტმეტრიანია.