კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. ესპანელმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ცნობილი იყო, რომ დიდი ხნით იუქმებდა.
ახლა კი As-ი იტყობინება, რომ ეს დიდი ხანი შესაძლოა 8 თვე აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში თუ გამოცემის ვარაუდი გამართლდა და პიკემ დაბრუნება 8 თვე ვერ მოახერხა, მაშინ „ბარსას“ ამ სეზონის ჩატარება მის გარეშე მოუწევს.
კატალონური გრანდისთვის დაცვის ხაზი ისედაც პრობლემატური იყო და გამოცდილი მცველის მძიმე ტრავმის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.