თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ოქტომბერი „ანორთოსისს“ ნაყოფიერი ჰქონდა და „ოლიმპიაკოსთან“, „ნეა სალამინასთან“,“აპოელთან“ და „ეთნიკოსთან“ ქულათა მაქსიმუმი აიღო. ქეცბაიას მომზადებული გუნდი 11 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში 23 ქულით პირველ-მეორე ადგილს ლიმასოლის „აპოლონთან“ იყოფს.