39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.
იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი სამი ტურის გარდა, იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინასთან“, „სამპდორიასთან“ და „პარმასთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.