პროტოკოლის მიხედვით, დაბალი რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ღია ცის ქვეშ სტადიონებზე ამ რაოდენობის გულშემატკივრის შესვლა ნებადართული გახდება.
საშუალო რისკის ზონაში 2 ათასამდე ქომაგი შეძლებს სტადიონზე მისვლას, ხოლო მაღალი რისკის ზონებში სტადიონებზე მაყურებლებს ისევ არ დაუშვებენ.
ინგლისში კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა დივიზიონის შეხვედრები ივნისის შემდეგ უმაყურებლოდ მიმდინარეობს.