გონსალო იგუაინს კორონავირუსი აქვს

გონსალო იგუაინს კორონავირუსი აქვს

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კორონავირუსით დაინფიცირდა. „ინტერ მაიამის“ ფორვარდის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და „პიპიტას“ უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწებს.

კორონავირუსი აქვს მის ძმას, ფედერიკო იგუაინსაც და ისინი იზოლაციაში ამერიკაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, გონსალო იგუაინი „ინტერ მაიამიში“ ზაფხულში „იუვენტუსიდან“ გადავიდა და 9 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.