შოთა არველაძის მომზადებულმა გუნდმა საჩემპიონო ტიტული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა.
ტაშკენტელთა ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“ დღეს სტუმრად „სოგდიანასთან“ 1:3 დამარცხდა და ტაშკენტელებისთვის მიუწვდომელი გახდა.
არველაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონის ტიტული. 47 წლის ქართველი მწვრთნელი ტაშკენტის კლუბში 2017 წლიდან მუშაობს და გასულ სეზონში შოთას ხელმძღვანელობით, უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, თასიც და ლიგის თასიც მოიგო.
„ფახთაქორი“ ისტორიაში მეცამეტედ გახდა ჩემპიონი. არველაძეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს.