სააკაშვილის სავარძელს ბაქრაძე დაიკავებს?

სააკაშვილის სავარძელს ბაქრაძე დაიკავებს?

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის ვარაუდით, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებებით მმართველი პარტია პრეზიდენტის სავარძელს ბაქრაძისნაირ უამბიციო პოლიტიკოს უმზადებს.

გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც კონკრეტულად პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხება, დავით ბაქრაძისნაირ ნაკლებად ამბიციურ პოლიტიკოსზე თუ იქნება მორგებული.

- ეტყობა, მმართველი პარტია ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ბაქრაძე იქნება.

პრემიერის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილი დაიკავებს, თუმცა, მათი ილუზია და პოლიტიკური კეკლუცობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა.