მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ტრავმირებულია. ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთისა და გერმანიის მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, კუნთი აქვს დაზიანებული.
რამოსი ამ ეტაპზე 10 დღე იუქმებს, ხოლო შემდგომ მას ისევ გამოვლევა ჩაუტარდება და მის პასუხზე იქნება დამოკიდებული როდის დაუბრუნდება მოედანს. ზენედინ ზიდანი გუნდის უპირობო ლიდერს ლა ლიგაში "ვილიარეალთან" და "ალავესთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მილანის "ინტერთან" მოისაკლისებს.
შეგახსენებთ, რომ რამოსმა მიმდინარე სეზონში "რეალის" ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.