ევრო 2020 დაკომპლექტდა. ოთხივე პლეი-ოფი დასრულდა და ყველა მონაწილე ცნობილია. ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება შოტლანდია, სლოვაკეთმა და უნგრეთმა მოიპოვეს.
სამივეგან დიდი ბრძოლა და დრამა იყო. უნგრეთი შინ მე-11 წუთიდან 88-ე წუთამდე აგებდა ისლანდიასთან, მაგრამ ბოლო წუთებში ორი გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
სლოვაკეთმა ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას მოუგო, დამატებით დროში. სტუმრები ახლოს იყვნენ ძირითად დროში მოგებასთან, მაგრამ მილან შკრინიარის ავტოგოლით თამაში ნახევარი საათით გაგრძელდა. აი, იქ კი, მიხალ დურიშმა გაიტანა და სლოვაკეთის ნაკრები ფინალურ ეტაპზეა.
პენალტების სერია გახდა საჭირო ბელგრადში, სადაც სერბეთის ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა. სერბები წაგებისგან 90-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა იხსნა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც გოლი არ გასულა. პენალტების სერიაში ორივე გუნდიდან 9 ფეხბურთელი ზუსტი იყო, მხოლოდ ალექსანდრ მიტროვიჩმა ვერ გაიტანა, თან მეხუთე პენალტი. ამრიგად, ჯგუფები შეივსო.
უნგრეთი - ისლანდია 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 სიგურდსონი (11), 1:1 ნეგო (88), 2:1 შობოშლაი (90)
ჩრდ. ირლანდია - სლოვაკეთი 1:2 დ.დ (0:1)
გოლები: 0:1 კუცკა (17), 1:1 შკრინიარი (88, ა.გ), 1:2 დურიში (110)
სერბეთი - შოტლანდია 1:1 (0:0) პენ: 4:5
გოლები: 0:1 კრისტე (52), 1:1 იოვიჩი (90)
ევრო 2020, ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B ჯგუფი
ბელგია, დანია, ფინეთი, რუსეთი
C ჯგუფი
ავსტრია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია
D ჯგუფი
ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, შოტლანდია
E ჯგუფი
პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი
F ჯგუფი
საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, უნგრეთი