საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა, მაგრამ ორ დღეში ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ელოდება თბილისში სომხეთის ნაკრებთან.
უეფას ვებგვერდის ცნობით, ამ შეხვედრას იტალიელი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი მარკო გუიდაა, რომელსაც ასისტენტობას მატეო პასერი და სერჯო რანგეტი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი როზარიო აბისო იქნება.
საქართველოს ნაკრებს C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევების შანსი აქვს, ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 6 ქულით ლიდერობს, სომხეთის ნაკრები კი ქვეჯგუფში 5 ქულით მესამე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.