თორნიკე შენგელიას 12 ქულა ყოფილ გუნდთან

თორნიკე შენგელიას 12 ქულა ყოფილ გუნდთან

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელი ამჟამად მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს, რომელმაც ესპანური კლუბი დაძაბულ ბრძოლაში 98:86 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

შენგელია „ბასკონიაში“ 2014-2020 წლებში თამაშობდა და ცსკა-ში გასულ ზაფხულს სწორედ ესპანურ გუნდიდან გადავიდა.

მოსკოვის ცსკას 5 მოგების საპირისპიროდ 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კაუნასის „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.