ნოღაიდელის პარტია აღარ არსებობს

ნოღაიდელის პარტია აღარ არსებობს

ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობამ არსებობა ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეწყვიტა, თუმცა მას შემდეგ ფორმალურად არსებობდა.

ნოღაიდელის ყოფილმა თანაპარტიელმა პეტრე მამრაძემ განმარტა: მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელის პირველი მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" პოლიტსაბჭომ ნოღაიდელი გენერალურ მდივნობიდან მოხსნა, შეიქმნა მოძრაობა "სამართლიანი საქართველო", თუმცა იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო, ეს მოძრაობა დაიშალა.

"ნოღაიდელმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში მითხრა, რომ ახალი მოძრაობის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა. იმ დღიდან მე დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი ვარ", - განაცხადა მამრაძემ, რომელიც არჩევნებში არცერთ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ანალიტიკის წერით არის დაკავებული.

ამჟამად კი, მამრაძე უპარტიო დეპუტატი პარლამენტში გია ცაგარეიშვილის ფრაქციაშია გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელს ყოფილმა თანაპარტიელებმა პარტია ჩამოართვეს. ამის მიზეზი პარტიის წევრების სახელფასო დავალიანებები გახდა, რომელიც ნოღაიდელს ჯერაც არ გადაუხდია. ყოფილი პარემიერ-მინისტრის პარტიას ამჟამად სერგო ჯავახაძე ხელმძღვანელობს.