ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ოთხ მწვრთნელშია. აზიის ფეხბურთის კონფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვას ატარებს გულშემატკივრებში და საუკეთესო ამ გზით გამოვლინდება.
არველაძის კონკურენტები არიან: რუი ვიტორია (ალ ნასრი), ვლადან მილოიევიჩი (ალ აჰლი), იაია გოლმოჰამადი (პერსპოლისი).
ამ დროისთვის შოთა მეორე ადგილზეა და ირანელ გოლმოჰამადის ჩარმოჩება. აზიის ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში არველაძის გაწვრთნილი „ფახთაქორი“ მეოთხედფინალში გავიდა.
შოთა არველაძე უზბეკური ფეხბურთის გრანდში 2017 წლიდან მუშაობს და საკმაო წარმატებითაც, გასულ სეზონში მან „ფახთაქორს“ შიდა ასპარეზზე ყველა ტიტული მოაგებინა.