„რეალი“ ჰოლანდში 75 მილიონს იხდის

„რეალი“ ჰოლანდში 75 მილიონს იხდის

„რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს - გვამცნობს Goal.

წყაროს მტკიცებით, მადრიდელთა მთავარი სამიზნე დორტმუნდის „ბორუსიის“ ნორვეგიელი შემტევი, ერლინგ ჰოლანდია. „სამეფი კლუბი“ მზადაა მასში 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, პლუს ლუკა იოვიჩი გაუშვას ორწლიანი იჯარით.

„რეალი“ ასევე დაინტერესებული ყოფილა „რენის“ თავდამსხმელით, ედუარ კამავინჟით. შეთანხმების შემთხვევაში, მადრიდელები ფრანგულ კლუბს 50 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ჰოლანდი „ბორუსიაში“ წლეულს იანვარში გადავიდა „ზალცბურგიდან“ 20 მილიონ ევროდ. მიმდინარე ბუნდესლიგაში მან 6 შეხვედრაში 6 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.