სერხიო რამოსმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეგენდარულ ჯან ლუიჯი ბუფონს გაუსწრო. ამის შესახებ Goal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ესპანელებმა ნიდერლანდელებთან გამართეს, რამოსისთვის 176-ე იყო. ამ მაჩვენებლით მან იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ გოლკიპერს, ჯან ლუიჯი ბუფონს გაუსწრო, მსოფლიო რეკორდის მოხსნამდე კი 8 შეხვედრა აშორებს.
მსოფლიო რეკორდსმენი ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ეგვიპტელი ფეხბურთელი აჰმედ ჰასანია, რომელმაც 184 შეხვედრაში ითამაშა.